რუსტემ უმეროვი – უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ უკვე დაიწყო მზადება შეხვედრისთვის, რომელიც -ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ჟენევაში 17-18 თებერვალს არის დაგეგმილი.
მისი ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი , პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.
„უკრაინის დელეგაციამ უკვე დაიწყო მზადება ამ შეხვედრისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა მომლაპარაკებელთა ჯგუფის წინასწარი შემადგენლობა. ჩემს დელეგაციაში შევლენ: კირილ ბუდანოვი, ანდრეი გნატოვი, , სერგეი კისლიცა და ვადიმ სკიბიცკი“, – აღნიშნა უმეროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ