კობახიძემ გრანტის მართვის სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან მოხსნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გრანტების მართვის სააგენტოს“ დირექტორი, თამარ ზოდელავა თანამდებობიდან მოხსნა. შესაბამისი ბრძანება მან 21 იანვარს გამოსცა.
· „გრანტის მართვის სააგენტო“ გასული წლის 15 აპრილს შეიქმნა – მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ინიცირებით სადავო პარლამენტმა არაერთი ისეთი კანონი მიიღო, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან და დონორებისგან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების მიღებას უკრძალავს;
· სააგენტოს უფროსად დაინიშნა თამარ ზოდელავა – 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. ის ასევე იყო ვროსაბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი;
· სააგენტოს უფროსის ყოველთვიური ხელფასი 10 585 ლარია. საქართველოში საშუალო ხელფასს (2060 ლარია) გაცილებით აღემატება თავმჯდომარის მოადგილის (8760 ლარი) და დეპარტამენტის უფროსის (7300 ლარი) ხელფასები.
ირაკლი კობახიძემ სააგენტოს ახალ დირექტორად თათია ნანეიშვილი 21 იანვარს დანიშნა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა სააგენტოს ფეისბუკგვერდზე. სააგენტოს არ აქვს ვებსაიტიც.
გასულ წელს, 2025 წლის 8 თვეში, სააგენტოს ბიუჯეტი 510 200 ლარი იყო. აქედან 253 200 ლარი ხელფასებზე მოდიოდა. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს როგორც სააგენტოს შექმნასა და მუშაობაზე, ასევე თავად გრანტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”