ღარიბაშვილი: პრემიერობის პერიოდში უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ივანიშვილს

პრემიერმინისტრად მუშაობის პერიოდში გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი  ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს.

მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ