რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მოკლედ გეტყვით, პირველ რიგში, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ტოვებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, ის საქმიანობას გააგრძელებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციაზე, ხოლო გუნდში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები და პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ TV იმედზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შესახებ.