საქართველო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზეა Madrid Fusión 2024 წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ე.წ. Show Kitchen.
„Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე რესტორანი ნუნუკა წარადგენენ. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები ეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ტარდება.
3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.
საერთაშორისო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, , საფრანგეთი, ბელგია, იტალია, , არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები არიან წარდგენილები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება