ოფიციალურად აუცილებლად დაანონსდება. იქამდე, კონკრეტული დეტალებისგან თავს შევიკავებ […] ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება […] ირაკლი ღარიბაშვილის თუ ირაკლი კობახიძის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენ, გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც მათ აქვთ. თითოეული მათგანი ქართული ოცნების გამორჩეული ლიდერია.
ასე უპასუხა მთავრობაში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.
TV Imedi-ს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.