უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში დმიტრო კულებას და ანდრეი ერმაკს ხვდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უჟგოროდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები -უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის მომზადებას ისახავდა მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო