ირანი უარყოფს კავშირს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმასთან

ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს, რომ რამე კავშირი ჰქონდა დრონით თავდასხმასთან, რომელმაც იორში სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა, იტყობინება „ბი-ბი-სი“.
ნასერ კანაანი, ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი, აცხადებს, რომ თეირანი არაა ჩართული „წინააღმდეგობის ჯგუფების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში“.
ირანის განცხადებებს წინ უძღოდა -ის პრეზიდენტის, ს პირველი გამოსვლა მომხდართან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი საპასუხო ზომებს გადადგამდა მათ წინააღმდეგ, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს თავდასხმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა. ამავე დროს, ბაიდენმა მომხდარში პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედ, ირანის მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს დააკისტა.
ეს არის ამერიკელი ჯარისკაცების თავდასხმის შედეგად დაღუპვის პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს, რასაც ს საპასუხო სამხედრო ოპერაცია მოჰყვა.
როგორც BBC იტყობინება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს 7 ოქტომბრის შემდეგ თავს, სულ მცირე, 150-ჯერ მაინც დაესხნენ, თუმცა თავდასხმის მოგერიება უმსხვერპლოდ ხერხდებოდა.
ბაზა, რომელზე თავდასხმასაც მსხვერპლი მოჰყვა, იორდანია-სირიის საზღვართა ახლოს მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება- გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი 12 წლის განმავლობაში, ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის