ქვეყანაში მარილის იმპორტი შემცირდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტი 55%-ით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში მარილის იმპორტი შემცირებულია, თუმცა, დან მისი იმპორტი 55%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მარილის იმპორტი 10%-ითაა შემცირებული, თუმცა 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 25%-ითაა გაზრდილი. შესაბამისად, 2021 წელს $4.7 მლნ-ის მარილი ვიყიდეთ (55 000 ტონა), 2022 წელს – $6.1 მლნ-ის (70 000 ტონამდე), 2023 წელს – $6.3 მლნ (63 000 ტონაზე მეტი).
რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველოში მარილის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. 2023 წელს თურქეთიდან შემოვიდა – $2.3 მლნ-ის მარილი (36 000 ტონა), 2022 წელს – $2 მლნ-ის (32 000 ტონა); 2021 წელს – $2.6 მლნ-ის (28 000 ტონამდე).
მარილის იმპორტიორი ქვეყნებშია რუსეთიც. საქართველომ რუსეთიდან მარილის იმპორტი 2022 წელთან შედარებით 55%-ით გაზარდა, 2021 წელთან შედარებით – 78%-ით. შესაბამისად, გასულ წელს რუსეთიდან 227 ტონა მარილი შემოვიდა, 2022 წელს 101 – ტონამდე, 2021 წელს კი – 49 ტონამდე.
2023 წელს მარილის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია:
თურქეთი – $2.3 მლნ – 27,655 ტონა:
ირანი – $1,8 მლნ – 25,649 ტონა;
აზერბაიჯანი – $1.1 მლნ – 7,007 ტონა;
ყაზახეთი – $438 – 1,562 ტონა;
საბერძნეთი – $110 – 183 ტონა;
რაც შეეხება მარილის ექსპორტს. საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა კატარია. გასულ წელს კატარში 25 ტონა მარილი გაიყიდა, სომხეთში – 20 ტონა.

2021 წელს მარილის იმპორტიორი ქვეყნების სამეულში იყო ც, საიდანაც $1.3 მილიონის ღირებულების 10 000 ტონაზე მეტი მარილი შემოვიდა. თუმცა შემდგომ წლებში უკრაინიდან მარილის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი და ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმე დარტყმა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ