ეს საქმისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება, ცუდი არაფერი იქნება. მიზეზების შესახებ ვერ გეტყვით და ვერ გესაუბრებით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ასეთი საკადრო გადაადგილებები საქმისთვის უკეთესი იქნება.
თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, ეკა სეფაშვილმა ხელისუფლებაში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით.
TV Imedi-ს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.