კიევი უარყოფს, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ხარკოვის რაიონის სოფელი ტაბაევკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ში დაკავებულია ხარკოვის რაიონის სოფელი ტაბაევკა. გუშინ დასახლებული პუნქტის აღების შესახებ იტყობინებოდნენ რუსული სამხედრო არხები ტელეგრამზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს განაცხადა, რომ სოფლის აღების შესახებ ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ის, რომ მოწინააღმდეგე თავის განცხადებებში ტრაბახობს ტაბაევკის აღებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. იქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისად არავითარი ტაბაევკა მტერს არ ჩაუგდია ხელთ. ამიტომ აი, ასეთი მინიმალური წინსვლა ამ ტერიტორიაზე – ესა ყველაფერი, რაც დამპყრობლებმა შეძლეს. ჩვენი მხრიდან კი მთავარია, შევინარჩუნოთ სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლე. თუკი არის შესაძლებლობა, დავდგეთ უკეთეს ზღვრებზე, რათა დავიკავოთ თავდაცვითი პოზიციები და შემდეგ საიერიშო მოქმედებებზე გადავიდეთ, გავაუმჯობესოთ ტაქტიკური მდგომარეობა, ეს გაკეთდება“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სპიკერმა ვოლოდიმირ ფიტიომ უკრაინის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში.
ტაბაევკა პატარა დასახლებული პუნქტია, რომლის ფართობი დაახლოებით ნახევარი კვადრატული კილომეტრია. უკრაინაში ჩატარებული უკანასკნელი აღწერის მიხედვით, 2001 წელს სოფელში 34 ადამიანი ცხოვრობდა.