„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებზე:
„თუ დადასტურდა როქი “ქართულ ოცნებაში” და სავარაუდოდ, დადასტურდება, ღარიბაშვილის გადაყვანა პარტიის თავმჯდომარედ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი მას კი არ იშორებს, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს და ეს ახლოს დაყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს.
სავარაუდოდ, ღარიბაშვილი ჩაიბარებს საარჩევნო კამპანიასაც, იქნება სიის პირველი ნომერიც და ა.შ.
ამით ივანიშვილი ს, სინამდვილეში, ჩამოაშორებს თავის სუბძალაუფლებრივ სივრცეს და ფრთხილად გაწევს გვერდით,. საინტერესოა ისიც, რომ ივანიშვილი სთან საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ კობახიძეს აქვს გარკვეული ძალაუფლება ივანიშვილისგან დამოუკიდებლად შექმნილი და როგორც ჩანს, რამდენადმე, ივანიშვილისთვისაც შეიძლება იყოს საშიშიც.
ასე, რომ ღარიბაშვილის “ჩამოლაბორანტება”, სინამდვილეში, სულაც არაა ჩამოლაბორანტება და კობახიძის “დაწინაურება” სინამდვილეში სულაც არაა დაწინაურება. მახსენდება, როდესაც სააკაშვილმა მერაბიშვილი “დააწინაურა” პრემიერად, სინამდვილეში, მასვე ჩამოართვა შექმნილი ძალაუფლებითი სივრცე და მნიშვნელოვნად დახია უკან.
თუ ძალიან ზედმეტად შორს წასვლა არ მომივა, არც ისაა გამორიცხული, ღარიბაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილოთ (ბოლოს და ბოლოს მისი მესამედ მობრუნებაც შეიძლება, თუ საჭირო გახდა), კობახიძის გაგრძელება არ ვიცი, არც მის პენსიაზე გაშვებას გამოვრიცხავდი საშუალოვადიან პერსპექტივაში, არჩევნების შემდგომ, გააჩნია როგორ მოიქცევა.“

ასევე დაგაინტერესებთ