ambebi.ge-ს მიერ გავრცელებულიინფორმაციით, წუხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შსს-მ საქმე 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.