პეტერ ფიშერი: 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე

“მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ.

ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21- 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით”,- თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში