ზოგს გაუჩნდა მოლოდინი, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე, ევროპას დავეწეოდით, მაგრამ ეკონომიკური ზრდა უკვე ვარდება – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა “ოცნების” პირობებში დროებითია და უკვე ვარდება.
“რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, დან ფულის შემოდინებამ, მეორე წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოგვცა. ამის ხარჯზე, ზოგს გაუჩნდა მოლოდინი, რომ თუ ასე გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე, ერთ-ორ თაობაში ევროპას დავეწეოდით. მაგრამ, ამ რეალობაში უკვე ვარდება ეკონომიკური ზრდა, “ქართული ოცნების” პირობებში, 4-5% არის საშუალოდ, და კი, ევროპა უფრო ნელი ტემპით ვითარდება, მაგრამ, ამ ტემპებით, გერმანიას რომ დავეწიოთ 100 წელზე მეტი დაგვჭირდება. ამიტომ, მე არ ვიქნებოდი იმით კმაყოფილი, რომ ჩვენი და ევროპელებისაც სხვაობა მცირდება. ჩვენი შვილები რომ პენსიაზე გავლენ, მაშინ მაინც უნდა დავეწიოთ ევროპელებს თუ რაიმე ამბიცია გვაქვს. ჩვენ 4-5%-იანი საშუალო ზრდით ამას ვერ გავაკეთებთ,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!