პარლამენტთან აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტების მარში შეუერთდა.
სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის უკან გაწვევას ითხოვენ. ახალგაზრდები რეფორმის საწინააღმდეგო აქციასაც აანონსებენ.
მარშის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ აგრძელებენ პროტესტს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალება არ მისცა და მოუწოდა გზიდან გადასულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროტესტის მთავარი მოთხოვნაა: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი