“რატომ უნდა ჰქონდეს ლამბორგინის მეპატრონეს მანქანის ყოლის უფლება და არ ჰქონდეს პრიუსის მეპატრონეს?” – ნიკა აბაშიძე

ნიკა აბაშიძე, ავტობლოგერი და კომპანია “ქარუს” დამფუძნებელი, “ოცნების” ახალ კანონპროექტზე:
“ექვს წელზე უფროსი ავტომობილების იმპორტი რომ იკრძალება, მაგასთან დაკავშირებით მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ამაზე უაზრო კანონი არ მახსენდება. მართლა არ მახსენდება. აი, ხომ ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც კანონები რომ მიიღეს, რომ მეთქი რა უაზრობაა, რად უნდოდათ-მეთქი. მაგრამ ასეთი?! ანუ, უაზრობაშi რას ვგულისხმობ იცით? ეს არავინ გააიგივოთ აქციების კანონებთან… მაგას არ ვიძახი. იქ გასაგები იყო მიზეზი, რატომ აკეთებდნენ. აქ მიზეზიც ვერ გავიგე რატომ აკეთებენ, მაგიტომ მგონია უაზრობა. ანუ, რას შეცვლის ეს? მხოლოდ ექვს წლამდე ავტომობილების… არა, ის ექვსი წლის ავტომობილი თორმეტის არ გახდება? თუ როგორ არის საქმე, ავტოპარკის გაახალგაზრდავებაა მიზანი? კაი, ავტოპარკის გაახალგაზრდავება თუა მიზანი, ექვსი წელი რატომ? ანუ რა, რა შეიცვალა? ევრო 7 გახდა თუ რა? მანქანებია ძაან ბევრიო და მაგას ვებრძვითო. აი სისულელე, სრული სისულელე. რას ჰქვია მაგას ებრძვი? ანუ, შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ხარჯზე რატომ ებრძვი? რატომ უნდა ჰქონდეს ლამბორგინის მეპატრონეს მანქანის ყოლის უფლება და არ ჰქონდეს პრიუსის მეპატრონეს? ანუ, რა, რა ლოგიკაა? იმისი არ არის ეს ქვეყანა? ასეთი სისულელე და სიგიჟე კაი ხანია არ მომისმენია. იმედია, როგორც თსუ-ს და გეპეის გაერთიანების პროექტი ჩავარდა, ისე ჩავარდება ესეც. იმედია. მიხვდებიან, რომ სისულელეს აკეთებენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი