კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, შემდეგ პარლამენტში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 35 მანდატს ქვემოთ ჩავტოვოთ

ყველამ იცის, რომ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია და სხვები, თუ მოახერხებენ მანდატების ნახევარზე მეტის მოპოვებას, ამით ხელისუფლებაში ბრუნდება „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ მ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიზანია, ამ ძალებმა შემდეგ პარლამენტში 35 მანდატზე მეტი ვერ მიიღონ.

„ეს ადამიანები პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები სხვადასხვა ხაზითა და კუთხით. შესაბამისად, ეს ე.წ. კოალიცია იქნება სხვა არაფერი, თუ არა „ნაცმოძრაობის“ მიერ ძალაუფლების დაბრუნება. მათ აქვთ ასეთი მიზანი. სინამდვილეში, ყველა ეს ე.წ. პარტია არის ერთი დიდი პარტიის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ არა თუ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ დავუშვათ – რაც აბსოლუტურად გამორიცხულია არსებული კვლევების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩავტოვოთ 35 მანდატს ქვემოთ შემდეგ პარლამენტში“, – აცხადებს .