-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა – Reuters

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის წარმომადგენელთა პალატამ 219 ხმით 211-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს.
Reuters-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეზოლუციას აშშ-ის სენატიც მიიღებს, თუმცა მას ვეტოს დაადებს, რის დაძლევასაც აშშ-ის კონგრესი ვერ შეძლებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წლის თებერვალში კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო აგვისტოში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 35%-მდე გაიზარდა.
ამასთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 218 ხმით 213-ის წინააღმდეგ „SAVE America Act“-ი დაამტკიცეს, რაც ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლების მიერ აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას მოითხოვს. კანონპროექტი განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება