სენაკში, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სენაკში, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ, სენაკის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
წინასასამართლო სხდომა 11 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე “საქართველოს ბანკი” თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ასრულებდნენ. გაიტაცა 900 ევრო და მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს აიყვანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი