როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, 30-31 იანვარს და 1-ელ თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.
ქ. თბილისში 30 იანვარს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები