არ ვიცი, საიდან მოდის ასეთი სითამამე “ლელოს” განცხადებებში, მით უმეტეს, თუ ერთი წუთიც არ ყოფილხარ შიგნით – იაგო ხვიჩია პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე

“გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე 3 პუნქტი დეტალურად განიხილეს, თუმცა ამ პუნქტების განხილვის შემდეგაც, მისთვის გაუგებარია, ქართველი საზოგადოებისთვის, არსებითად რა შეიცვლება.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ პარტია “ლელოს” განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან მოდის ასეთი სითამამე “ლელოს” განცხადებებში”, როდესაც ისინი შეხვედრაც არც კი ესწრებიან.
“ყველა პუნქტი ჯერ არ გაგვივლია. მხოლოდ 3 პუნქტი იყო ისეთი, რომელიც, ასე თუ ისე, დეტალურად განვიხილეთ, მაგრამ მე არ მესმის ამ სამი პუნქტის შესრულების შემდეგ, ამ ქვეყანაში რა შეიცვლება. მე მგონი, არაფერი ისე არ იცვლება, რომ ქართველმა ხალხმა რაიმე განსხვავება იგრძნოს. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვმონაწილეობთ, თავისი ფორმატით, არის ისეთივე ფორმალიზებული რაღაცის ქაღალდზე შესასრულებლად, როგორც იყო 12 პუნქტის შესრულების პროცესი. მე ვიმყოფებოდი დღევანდელ შეხვედრაზე, კრიტიკულიც ვარ ამის მიმართ და, ამის მიუხედავად, მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ფორმალურია და არაფერს აზრი არ აქვს, რადგან ჯერ მხოლოდ 2 საათის დაწყებულია შეხვედრა შეუძლებელია ეს ზუსტად იცოდე. მით უმეტეს, თუ ამ 2-საათიდან ერთი წუთიც არ ყოფილხარ შიგნით. ამიტომ, მე არ ვიცი, საიდან მოდის ასეთი სითამამე “ლელოს” განცხადებებში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს