ბათუმის დრამატულ თეატრში, რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ დაბლოკა. დღეს სცენიდან მოხსნილი სპექტაკლის რეჟისორმა პირველი განმარტება გააკეთა, თქვა რომ ზარი იყო ზევიდან, თუმცა ვისგან არ დაუკონკრეტებია. რეჟისორს პრემიერამდე ერთი დღით ადრე შუამავლების საშუალებით შეუთვალეს, რომს ერთი ზარის გამო პრემიერა ვერ შედგებოდა.
ვინ არის ზარის ავტორი? აჭარის კულტურის მინსისტრი ელისო ბოლქვაძე თუ საქართველოს კულტურის მინისტრითიკა რუხაძე? – ახლა ეს არის მთავარი კითხვა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამ თემაზე განმარტებებს არ აკეთებს. თემო მჟავია ამბობს, რომ სპექტაკლი ვარაუდების გამო დაბლოკა.
კოტე მჟავიამ დღეს ვერც ანდრო ჭიჭინაძეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, ვერ ამბობს, თვლის თუ არა ანდრო ჭიჭინაძეს უდანაშაულოდ.
ეს არის საბჭოთა სტილის ცენზურის დამკვიდრების კიდევ ერთი მცდელობა სცენაზე- ასე აფასებენ ამ გადაწყვეტილებას რეჟისორები და მსახიობები. ფიქრობენ, რომ ხალხს, რომელსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება, ამ ფორმით სამაგალითოდ სჯის და თავისუფალ თეატრს ანადგურებს.




