იძულებითი არჩევანი, რომელმაც “ყინულის ღმერთად” აქცია: ვინ არის ილია მალინინი – ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭი, რომელმაც მილანის ოლიმპიადაზე ფიზიკის კანონები დაარღვია

ი­ლან-კორ­ტი­ნას 2026 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მთა­ვა­რი სენ­სა­ცია 21 წლის ამე­რი­კე­ლი ილია მა­ლი­ნი­ნია. სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც მოკ­ლე პროგ­რა­მა­ში რე­კორ­დუ­ლი 108.16 ქულა და­აგ­რო­ვა, მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა მხო­ლოდ შე­დე­გით, არა­მედ თა­ვი­სი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტექ­ნი­კით მო­ექ­ცა.

რა არის „კვა­დი“ და რა­ტომ აღ­ფრთო­ვან­და სნუპ დოგი?

მა­ლი­ნინს გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა „კვა­დე­ბის ღმერ­თი“ (Quad God) შე­არ­ქვეს. ტერ­მი­ნი „კვა­დი“ (Quad) ოთხმაგ ნახ­ტომს ნიშ­ნავს. ეს არის ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის უმაღ­ლე­სი პი­ლო­ტა­ჟი, როცა მო­ცი­გუ­რა­ვე ჰა­ერ­ში სა­კუ­თა­რი ღერ­ძის გარ­შე­მო ოთხ წრეს აკე­თებს და ყი­ნულ­ზე უზა­დოდ ეშ­ვე­ბა. ილია ერ­თა­დერ­თია მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ყვე­ლა­ზე რთულ – ოთხმაგ აქ­სელს ას­რუ­ლებს.

მის­მა გა­მოს­ვლამ ლე­გენ­და­რუ­ლი რე­პე­რი სნუპ დო­გიც კი აღაფრ­თო­ვა­ნა, რო­მე­ლიც წელს ოლიმ­პი­ა­დის “სა­პა­ტიო მწვრთნე­ლია“. მათი შეხ­ვედ­რის ვი­დე­ომ ინ­ტერ­ნე­ტი და­ი­პყრო: „შენ ნამ­დვი­ლი ლე­გენ­და ხარ, მთე­ლი მსოფ­ლიო შენ გი­ყუ­რებს!“ – ასე მი­მარ­თა რე­პერ­მა ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლავს.

იძუ­ლე­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნი: ფეხ­ბურ­თი­დან ფი­გუ­რულ სრი­ა­ლამ­დე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ილი­ას მშობ­ლე­ბი – ტა­ტი­ა­ნა მა­ლი­ნი­ნა და რო­მან სკორ­ნი­ა­კო­ვი – თა­ვად იყ­ვნენ ოლიმ­პი­უ­რი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი, ბიჭს სულ სხვა გეგ­მე­ბი ჰქონ­და. მას ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა სურ­და.

„მე­გო­ნა, ფეხ­ბურ­თე­ლი გავ­ხდე­ბო­დი, მაგ­რამ მშობ­ლებს არ ჰქონ­დათ დრო, რომ ვარ­ჯი­შებ­ზე ვე­ტა­რე­ბი­ნე. ასე აღ­მოვ­ჩნდი ყი­ნულ­ზე,“ – იხ­სე­ნებს ილია.

მისი გზა იოლი არ ყო­ფი­ლა. 13 წლის ასაკ­ში, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან სპორ­ტი­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. თუმ­ცა, მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და რკი­ნი­სე­ბუ­რი ნე­ბის­ყო­ფით, მან შეძ­ლო კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა და დღეს დღე­ში 8 სა­ათს ვარ­ჯი­შობს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და „აკ­რძა­ლუ­ლი“ ილე­თე­ბი­სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ილია თა­ვის გა­მოს­ვლებ­ში ხში­რად იყე­ნებს „ბექფ­ლიპს“ (უკან გა­და­ყი­რა­ვე­ბა), რაც ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ამ სი­თა­მა­მემ ის ნამ­დვილ როკ-ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია.

ამ­ჟა­მად ის ჯორჯ მე­ი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და ამ­ბობს, რომ პა­ემ­ნე­ბის­თვის დრო არ რჩე­ბა – მთე­ლი მისი ენერ­გია ოლიმ­პი­ურ ოქ­რო­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი.

ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა

მა­ლი­ნი­ნე­ბის ოჯახ­ში ილია ერ­თა­დერ­თი ვარ­სკვლა­ვი არ არის. მისი 10 წლის და, ლიზა (ელი ბე­ატ­რი­სი), ასე­ვე იმე­დის­მომ­ცე­მი მო­ცი­გუ­რა­ვეა. სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი: ორი­ვე შვილ­მა დე­დის გვა­რი – მა­ლი­ნი­ნი აირ­ჩია, რად­გან მშობ­ლე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ მა­მის გვა­რი (სკორ­ნი­ა­კო­ვი) ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის რთუ­ლი გა­მო­სათ­ქმე­ლი იქ­ნე­ბო­და.

მშობ­ლე­ბი – ემიგ­რა­ცია უზ­ბე­კე­თი­დან და ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა

ილია მა­ლი­ნი­ნის წარ­მა­ტე­ბის მიღ­მა მისი მშობ­ლე­ბის, ტა­ტი­ა­ნა მა­ლი­ნი­ნა­სა და რო­მან სკორ­ნი­ა­კო­ვის დრა­მა­ტუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია დგას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ილია ამე­რი­კა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, მისი ფეს­ვე­ბი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცეს უკავ­შირ­დე­ბა.

ორი­ვე მშო­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე იყო. ტა­ტი­ა­ნა და რო­მა­ნი წარ­მო­შო­ბით რუ­სე­ბი არი­ან, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­ბე­კე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. ტა­ტი­ა­ნა მა­ლი­ნი­ნა თა­ვის დრო­ზე ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო – მან 1999 წელს „ოთხი კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნა­ტი“ და გრან-პრის ფი­ნა­ლი მო­ი­გო.

90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო. წყვილ­მა კარ­გად იცო­და, რომ თუ პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­სა და შვი­ლე­ბის­თვის უკე­თეს მო­მა­ვალს ისურ­ვებ­დნენ, სამ­შობ­ლო უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ისი­ნი -ში, ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში და­სახ­ლდნენ.