„ჩირინას“ დამფუძნებელი – პრობლემა არის პროდუქცია, რომლის წარმოება არც ისე დიდი რაოდენობით ხდება, ამიტომ შესაძლოა იყოს რაღაც პროდუქტებზე განხილვა – ჩვენთვის მთავარია წარმოების გაზრდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ფასის შემცირება

რამდენიმე შეხვედრა იქნება და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი – მთავარია, ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ ბიზნესპროცესებში დიდი ჩარევები არ მოხდეს, – ამის შესახებ „ჩირინას“ მმართველმა პარტნიორმა და დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ საპარლამენტო კომისიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა არის პროდუქცია, რომელიც აუცილებელია და რომლის წარმოება არც თუ ისე დიდი რაოდენობით ხდება. როგორც ვაშაკიძემ აღნიშნა, ამ კუთხით კონკრეტულ პროდუქტებზე შესაძლოა იყოს განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომელიც პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. რამდენიმე შეხვედრა იქნება და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. მთავარია, ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ ბიზნესპროცესებში დიდი ჩარევები არ მოხდეს.
პრობლემა არის პროდუქცია, რომელიც აუცილებელია და რომლის წარმოება არც თუ ისე დიდი რაოდენობით ხდება და რაღაც პროდუქტებზე შესაძლოა იყოს განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული.
კომპანია „ჩირინას” თუ განვიხილავთ, ჩვენთვის მთავარია წარმოების გაზრდა და როგორც ნებისმიერ ქვეყანაში – აქაც უნდა მოხდეს კვოტების შემოღება, რომ ჩვენ გავზარდოთ პროდუქცია და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პროდუქციის ფასის შემცირება. ჩვენთან მიმართებით „ქეშბექების” საკითხი გამოწვევა არ არის” – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”