ფასებთან დაკავშირებით შექმნილი დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მწარმოებლებთან შეხვედრისას 5 ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა

ფასებთან დაკავშირებით შექმნილი დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებლებთან შეხვედრისას ხუთი ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა.
სხდომის დასასრულს ბერეკაშვილმა შემდეგ ხუთ საკითხზე ისაუბრა.
„პირველი – წარმოების ნაწილში აღმოჩნდა, რომ მწარმოებელი დიდწილად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რომელიც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის.
მეორე – ასევე არსებობს პრობლემა საოპერაციო ხარჯის ნაწილში. განსაკუთრებით დიდი წილი ე.წ. გაყიდვების და მარკეტის ხარჯს ეთმობა, რომელიც შედგება „ქეშბექებისგან“, მაღაზიაში შესვლისა და თაროს გადასახადისგან. ეს პროდუქციას მნიშვნელოვნად აძვირებს.
მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ის, რომ ურთიერთობების ჯაჭვში მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს შორის ასიმეტრიული ურთიერთობა არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა რგოლს უფრო კომერციულ ურთიერთობებში მეტი პირობების დაყენება შეუძლია.
პრობლემად გამოვლინდა ნაშთების მართვა – ნაშთების მართვის ოპტიმიზაცია საშუალებას მოგცემთ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოთ.
მეხუთე კატეგორიის პრობლემაა სამუშაო კაპიტალი, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები, როცა ღირებულება პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება და ესეც დამატებით წნეხს ქმნის“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტის დროებითმა კომისიამ დღეს ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებს მოუსმინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)