რატომ თქვა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა რუსულ კლუბში ტრანსფერზე უარი

რუსულ საფეხბურთო კლუბ „სოჭის“, რომელიც „გაზპრომის“ მიერ ფინანსდება, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა და მას წელიწადში 700 000 ევროს ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა, ვინაიდან „რუსეთში თამაში არ სურს“, იტყობინება „ჯეო თიმი“.
ქვილითაია ამჟამად კვიპროსულ „აპოელში“ გამოდის, და კონტრაქტი ოთხ თვეში უმთავრდება. ამის შემდეგ, მას ან მოქმედ კლუბთან შეუძლია კონტრაქტის გახანგრძლივება, ან ნებისმიერ სხვა კლუბში უფასოდ გადასვლა.
ქვილითაიას აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა უთხრა რუსულ გამოცემა „ერ-ბე სპორტს“, რომ მათ „სოჭის“ შეთავაზება მართლაც მიიღეს, თუმცა უარი თქვეს იმიტომ, რომ „არის სხვა კარგი ვარიანტებიც, რაც ძირითადი მიზეზია“. რაც შეეხება შეთავაზებულ ხელფასს, ლილუაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
30 წლის ქვილითაია მესამე წელს ატარებს „აპოელში“. ამ სეზონში მის ანგარიშზე ხუთი გატანილი გოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა