მაკა ბოჭორიშვილი – „ლელოს“ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს – როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, ეძახეს „მაჩანჩალა“ და „შავი ხვრელი“ მაშინ, როცა ეს ასე არ იყო!

„ლელოს“ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს – როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, ეძახეს „მაჩანჩალა“ და „შავი ხვრელი“ მაშინ, როცა ეს ასე არ იყო! – ასე ეხმიანება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან “ლელოს” გადაწყვეტილებას, რომელიც 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ ესწრება.
ბოჭორიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით.
„ლელოს” არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს – როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, არაჩვეულებრივად გამოიყენეს ეს სტრატეგია, ეძახეს “მაჩანჩალა”, ეს მათი სიტყვებია, მაშინ, როცა არანაირად არ იყო მაჩანჩალა, ეძახეს “შავი ხვრელი” მაშინ, როცა ეს ასე არ იყო. შესაბამისად, ვერაფრით გავყვები “ლელოს” სტრატეგიას, ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა წავიდეს წინ. გადადგმულმა ნაბიჯებმა რა შედეგი მოუტანა ქვეყანას, ეს მგონი, ყველასთვის ცხადია,”- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა უპასუხა ასევე კითხვას, რატომ არ არიან წარმოდგენილნი შეხვედრაზე ISFED და საია და აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი სამოქალაქო ორგანიზაციაა და შეუძლებელია ყველა მოიცვა.
„აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა არის საუკეთესო პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ძალიან ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში და ეს არის საუკეთესო ფორმატი და შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში, სხვანაირად, წარმოუდგენელი იქნება მოიცვა ყველა ორგანიზაცია. თუკი ამის სურვილი აქვს ვინმეს, პლატფორმა იძლევა ასევე შესაძლებლობას უზრუნველყონ მათი მონაწილეობა პლატფორმის შეხვედრებშიც და მსგავს შეხვედრებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა