– რუსებისგან „ენერგეტიკურ ზავთან“ დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსეთისგან ჯერ არ მიუღია პასუხი ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ზავის შესახებ.
„არ მიგვიღია პასუხი რუსებისგან ენერგეტიკული ზავის შესახებ. პირიქით, უნდა ითქვას, რომ მივიღეთ პასუხი დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების სახით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ, ამ ეტაპაზე, რუსები არ არიან მზად ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ზავისთვის, რომელიც ამერიკულმა მხარემ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებს შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური გზავნილია – რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის

ლორა თორნტონი – ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა – ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია