– 24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია – არ შეიძლება მისი არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება

24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია. მაშინაც კი, რომ არსებობდეს განზრახვა ან შესაბამისი ნაბიჯები არჩევნების დაჩქარებისკენ, მჯერა, რომ ასეთი თარიღის პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოყენება სრულიად სულელური იდეა იქნებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 24 თებერვალი ომის დაწყების თარიღია – სწორედ ოთხი წლის წინ ამ დროიდან იცავს უკრაინელი ხალხი ქვეყანას, ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება.
„ეს ძალიან სერიოზული თარიღია – ომის ოთხი წელი. ეს არის უამრავი ადამიანი, ვინც დაიცვა ჩვენი სახელმწიფო და სიცოცხლე გასწირა და სწორედ 24 თებერვლიდან იცავს ჩვენი ხალხი ყოველდღე თავის ქვეყანას. ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება – საერთოდ არანაირი არჩევნების. საქმე ინდივიდებს არ ეხება. 24 თებერვალს არჩევნების გამოცხადება არ შეიძლება. რაც შეეხება არჩევნების გამოცხადებას ზოგადად, გავიმეორებ: ჯერ უსაფრთხოება, შემდეგ პოლიტიკა. შეგვიძლია არჩევნებზე გადავიდეთ, როდესაც ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, არჩევნების საკითხი უკრაინის სხვადასხვა პარტნიორმა წამოჭრა, თავად უკრაინას კი არასდროს დაუყენებია ეს საკითხი.
„მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ არჩევნებისთვის. ეს ძალიან მარტივია: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარება – და იქნება. ანუ, ეს უსაფრთხოების საკითხია“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი – ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა – ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია

გიორგი შარაშიძე – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური გზავნილია – რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის