ფოთის მერია – ფოთს ორი ახალი ავტობუსი ყავს, მძღოლებს კი ხელფასი 30%-ით ეზრდება

ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
“ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
2024 წლიდან, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დასაქმდეს ამ სფეროში.
ქალაქის სატრანსპორტო სფეროს განვითარების ფარგლებში, წლის ბოლომდე 4 ახალი ავტობუსის დამატება იგეგმება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში