EU-ს რეკომენდაციებზე პარლამენტში შეხვედრა იმართება, რომელსაც ოპოზიციაც ესწრება

პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები ესწრებიან.
შეხვედრას არ ესწრებიან “ლელოს” წევრები. როგოც პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ახლა “იმიტირებული პროცესების” დრო არ არის. მისი თქმით, “ლელო” ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარ ხედვას წარადგენს.
ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, “ლელო” რეფორმებთან დაკავშირებით საკომიტეტო ფორმატებში ჩაერთვება.
შეხვედრას, ასევე, არ ესწრებიან აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მათ შორის საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სხვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრები მოიწვიეს, რადგან უკვე წელიწად ნახევარია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატი ამ პლატფორმაზე გადის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება