ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ემუქრებოდა, შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს

ას­ტე­რო­ი­დი 2024 YR4, რომ­ლის დი­ა­მეტ­რი, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 მეტ­რია და რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­შად მი­იჩ­ნევ­დნენ დე­და­მი­წის­თვის, რო­გორც ირ­კვე­ვა, ჩვენს პლა­ნე­ტას გვერდს აუვ­ლის.
თუმ­ცა, რო­გორც ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა თა­ვი­ანთ ახალ კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნეს, კვლავ რჩე­ბა მცი­რე – და­ახ­ლო­ე­ბით, 4,3%-იანი ვა­რა­უ­დი, რომ 2032 წელს ის მთვა­რეს შე­ე­ჯა­ხოს, – წერს discovermagazine.
მეც­ნი­ე­რე­ბის გა­მოთ­ვლე­ბით, შე­საძ­ლო დარ­ტყმა გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლებს და­ახ­ლო­ე­ბით 6.5 მი­ლი­ო­ნი ტონა ტრო­ტი­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი ენერ­გია, რაც ძლი­ერ წყალ­ბა­დის ბომბს შე­ედ­რე­ბა.
“ასე­თი მოვ­ლე­ნა მთვა­რე­ზე შექ­მნის და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ზო­მის კრა­ტერს და იქ­ნე­ბა მთვა­რე­ზე მომ­ხდა­რი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ენერ­გი­ის მქო­ნე მოვ­ლე­ნა, რაც კი ოდეს­მე უნა­ხავს კა­ცობ­რი­ო­ბას”, – გა­ნა­ცხა­და ჩინ­გჰუ­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა იფან ჰემ.
რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, მსგავს დარ­ტყმას თან ახ­ლავს ძა­ლი­ან კაშ­კა­შა ნა­თე­ბას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა დე­და­მი­წი­დან შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც იყოს ხი­ლუ­ლი. ამის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ინფრა­წი­თე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა და ე.წ. მთვა­რის მი­წისძვრაც.
www.ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს