კვერცხზე 2 თეთრით ფასის დაწევა არ არის გარღვევა, მაგრამ მწარმოებლების დღგ-სგან გათავისუფლებით შეიძლება, ფასზე გარღვევა მართლა მოხდეს – „დილა“

კვერცხზე 2 თეთრით ფასის დაწევა არ არის გარღვევა, მაგრამ მწარმოებლების დღგ-სგან გათავისუფლებით შეიძლება, გარღვევა მართლა მოხდეს, – ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გია ლობჟანიძე განცხადებით, კვერცხის ფასის შემცირებისთვის მნიშვნელოვანი „გარღვევა“ ქათმის ხორცის და კვერცხის მწარმოებლები კომპანიების დღგ-სგან გათავისუფლება იქნება. მისი თქმით, „დილა“ 20 წელია ბაზარზე ოპერირებს და გაყიდვების 90% მსხვილ ქსელებზე მოდის.
„კვერცხზე 2 თეთრით ფასის დაწევა არ არის გარღვევა. იმ მწირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომპანიას და დარგს აქვს, შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში ყველაზე დიდი რესურსი ეს იქნება კვერცხის და ქათმის შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენა დღგ-ს ნაწილში – ეს ისტორიული უსამართლობაა. ეს საკითხი არაერთხელ დაგვიყენებია და საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია. მაგრამ ქათმის კვერცხს არ გაათავისუფლებენ დღგ-სგან. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომლითაც შეიძლება გარღვევა მოხდეს“, – განაცხადა გია ლობჟანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)