რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ფასების 20%-მდე შემცირება შესაძლებელია – „ბარაქა“

რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ფასების 20%-მდე შემცირება შესაძლებელია – „ბარაქა“
შპს „ბარაქას“ დირექტორის განცხადებით, ფასების 20%-მდე შემცირება შესაძლებელია, ამის შესახებ ვაჟა ბერიძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვიკრიბებით ფასების რეგულირებასთან, უფრო სწორად, ფასების კლებასთან დაკავშირებით. ფასების კლება ნიშნავს ფასების რეგულირებას გარკვეულ პროდუქციაზე. როგორც ვიცი, დღეს განიხილება სასურსათო პროდუქტები, ნავთობპროდუქტები და მედიკამენტები. ესენია სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტები. უნდა განვიხილოთ ღირებულება, ფასი, ფასწარმოქმნა. ფაქტობრივად, ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს, ძირითად საფუძველთა საფუძველს ვიხილავთ. გამოდის, რომ ჩვენ უკვე ვეჭიდებით ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც თავისუფლება არის. შემოვიტანე, რა წამალიც მინდა და ვყიდი იმ ფასში, რაც მინდა, რამდენითაც მინდა – თავისუფლებაა, ვერ შემზღუდავ. მეორე საკითხია ღირებულების საკითხი და უფრო მეცნიერულად თუ მივუდგებით, აუცილებლად უნდა ვნახოთ სივრცე, რომელიც იმდენი გვაქვს, რამდენიც გვინდა. საქართველო ძირითადად ზის იმპორტულ პროდუქციაზე, რძის ფხვნილია ეს თუ სხვა. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს ფასების დასაწევად. მიმაჩნია, რომ შეიძლება დაიწიოს 20%-მდე. ამას ვამბობ იმის მიხედვით, მე რამდენად ვყიდულობ, მაგალითად, რძის ფხვნილს. ასევე ლაპარაკი უნდა იყოს დაზღვევაზე. რძის და ყველის ფასი რამდენს დაიკლებს, ეს არაა მთავარი, არამედ ბიზნესმენისა და ხალხის გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო, დაზღვევა“, – განაცხადა ვაჟა ბერიძემ“, – განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია აქტიურ მუშაობაზე დღეიდან გადადის. კომისიის წევრები დღეს ადგილობრივი ხორცის, რძისა და კვერცხის მწარმოებლებს ხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)