ჩვენი ხორცპროდუქტების ფასის 45% თვითღირებულებაა და 36-37% არის მარკეტების „ქეშბექი“ – „ლიდერფუდი“

ჩვენი ხორცპროდუქტების ფასის 45% თვითღირებულებაა და 36-37% არის მარკეტების „ქეშბექი“ – „ლიდერფუდი“
ჩვენი ხორცპროდუქტების ფასის 45% თვითღირებულებაა და 36-37% არის მარკეტების „ქეშბექი“. ასევე არის სხვა ხარჯები, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ – ამის შესახებ „ლიდერფუდის“ დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ამ ყველაფერს ემატება კიდევ ხარჯები, ადმინისტრაცია, ჩვენი დისტრიბუცია, რომელიც ცენტრალიზებული გვაქვს. წმინდა მოგება დაახლოებით 5-6%-ია. მგონი აქ ნათლად ჩანს ჩვენი პრობლემა რა არის“,- განაცხადა ირაკლი დუმბაძემ.
რაც შეეხება გადახდის ფირმებზე, ირაკლი დუმბაძემ განაცხადა, რომ გადახდის ფორმა არის 30-40 დღე და ის განსხვავებულია ქსელების მიხედვით.
„იქაც არის შიგადაშიგ პრობლემები, თუმცა, არა იმხელა. დაგვიანებულ ჩარიცხვებზე მაქვს საუბარი, შეძლება რამდენიმე დღე ხდებოდეს ასეთ რამ. რაც სახელშეკრულებო ვადებით არის გათვალისწინებული, მეტ-ნაკლებად იმ ვადებში ახერხებენ, რომ გადაგვიხადონ. თუმცა ეს თანხები საკმაოდ მოცულობითი და მსხვილი გამოდის“, – ამბობს ირაკლი დუმბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს