ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: “მიდიოდა მატარებელი”, “რევერსი”, “გრაფიტი”, “ტრილოგია”, “ოცნების ქალაქი”…
ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.
ამჯერად ნანკა ფორმულას დილის გადაცემის სტუმარია, სადაც “მეგობრობის დღიურის” კითხვებს პასუხობს:
“ყველაზე ძალიან რაც მინდა არის ის, რომ ადამიანი გონს მოეგოს და მიხვდეს, რომ საოცარ პლანეტაზე ცხოვრობს და დაიწყოს მისი მოვლა.
პირველად მინდოდა ნაყინის გამყიდველი მინდოდა გამოვსულიყო, მერე ვეტერინარი, 12 წლიდან კი მსახიობობა მინდოდა.
ვიმოგზაურებდი იაპონიაში, რადგან მგონია, რომ იქ საერთოდ სვა რეალობაა.
ვცდილობ არავინ გავაიდეალო. ამ დროს ადამიანს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ჰკიდებ, ამიტომ ვცდილობ არავის იდეალი არ შევქმნა.
ჩემი შვილისგან ბევრ რაღაცას ვსწავლობ…
შეყვარებული არ მყავს. რომც მყავდეს, მის ვინაობას ვერც გავამხელ…
ადამიანებმა სხვისი ბედნიერების გაზიარებაც რომ ისწავლონ, მიხვდებიან, რომ ამით კიდევ უფრო ივსები…”