რა საკითხებზე იმსჯელებენ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე?

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც 2 საკითხს განიხილავენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად პირველი საკითხი იქნება – საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2022-2024 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის №2120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
მეორე საკითხი, რომელზეც მთავრობის წევრები იმსჯელებენ – საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტია „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
მომხსენებელი: რ. ჯაველიძე