შთაბეჭდილება მექმნება, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” ანგარიშის ავტორები გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე – შალვა პაპუაშვილი

შთაბეჭდილება მექმნება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის ავტორები გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შეფასებას რეალობასთან კავშირი არ აქვს.
“შთაბეჭდილება მექმნება, რომ კონკრეტულად ეს ორგანიზაციები, რომლებიც შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან ამ შეფასებას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ, სერიოზულიც არ არის იმის განხილვა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. ამ ორგანიზაციებმა ჩახედონ, მათ შორის ევროკომისიის შეფასებას, რომელიც ეხება იმას, დემოკრატიის მიმართულებით ვინ სად არის. ასევე, ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებას, რეიტინგებს და ნახავენ, სადა არის საქართველო და ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, გაბრაზებულებმა ჯავრი იყარეს ქართველ ხალხსა და საქართველოზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის