ფოთს ორი ახალი ავტობუსი ჰყავს, მძღოლებს კი ხელფასი 30%-ით ეზრდებათ – ფოთის მერია

ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა, – ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ფოთთან ერთად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსები 38 მუნიციპალიტეტს გადაეცა.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ 2024 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დასაქმდეს ამ სფეროში.
ქალაქის სატრანსპორტო სფეროს განვითარების ფარგლებში, წლის ბოლომდე 4 ახალი ავტობუსის დამატება იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი