ევროპა რუსეთთან ყველა კრიპტო ტრანზაქციის აკრძალვას ითხოვს – Financial Times

ევროკავშირი რუსეთთან კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ტრანზაქციის აკრძალვას ცდილობს, რათა მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ არსებული აქტივების გამოყენებაში შეუშალოს ხელი, იტყობინება Financial Times ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით,ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებულ ცალკეულ კრიპტოსერვისების მიმართ მიზანმიმართული სანქციების ნაცვლად ყოვლისმომცველ აკრძალვაზე გადადის. ბრიუსელი მიიჩნევს, რომ ცალკეული პლატფორმების სანქცირების პრაქტიკა არაეფექტურია, რადგან შეზღუდვების გვერდის ასავლელად მათ ადგილას ახალი სუბიექტები სწრაფად ჩნდება.
ევროკომისიის ინიციატივით, რუსეთში რეგისტრირებულ კრიპტოსერვისებთან ნებისმიერი ურთიერთქმედება, ასევე, რუსეთში დაფუძნებული ნებისმიერი პლატფორმის გამოყენება უნდა აიკრძალოს, რომელიც კრიპტოაქტივების გადაცემის ან გაცვლის საშუალებას იძლევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს