რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: ინდოელები რუსები არიან, ისინი იქ რუსეთიდან მოხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბორის ნადეჟდინმა ფედერალურ არხზე ინდოელებს რუსები უწოდა.
“საუკუნეების განმავლობაში ანგლოსაქსები ავიწროებდნენ ინდოელებს. და ინდოელები ჩვენი რუსები არიან, ისინი იქ(ინდოეთის ტერიტორიაზე) დან. კითხეთ დიდებულ რუს ანთროპოლოგ დრობიშევსკის. ინდოელები არიან რუსები, ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ”. – ამბობს ნადეჟდინი.
პარტია სამოქალაქო ინიციატივისა და რუსეთის დუმის წევრი ნადეჟდინი პოზიციონირებს, როგორც “დამოუკიდებელი” კანდიდატი და ხშირად აკრიტიკებს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ოპოზიციური მედიების უმრავლესობა პოლიტიკოსს მოქმედი რეჟიმის მიერ მართულად მიიჩნევს.