რუსებმა უკრაინას 8 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა რვავე გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 29 იანვრის ღამეს Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორიას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის რაკეტით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კი S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით შეუტიეს.
„განადგურდა მტრის რვა უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და რივნეს ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი