: პარლამენტში 9 საათზე შეხვედრა ჯერ არ მახსოვს – იმედია, რაიმე საინტერესოს მაინც გვეტყვიან

პარლამენტში 9 საათზე შეხვედრა ჯერ არ მახსოვს – იმედია, რაიმე საინტერესოს მაინც გვეტყვიან და დილის 7 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა რა შეცვალა ივანიშვილის გამოჩენამ და ახლა რაზე წამოვა „ქართული ოცნება”.
„სამი წელია ამ შენობაში ვარ და აქ 9 საათზე რამე შეხვედრა ყოფილიყო, ჯერ არ მახსოვს – იმედია, რამე საინტერესოს მაინც გვეტყვიან და ისე არ გამოვა, რომ დილის 7 საათზე პარლამენტში ტყუილად გამოგვაქციეს და არაფერი გვითხრეს, ამიტომ პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ რაიმე სიახლეს გავიგებ და ღირდა აქ მოსვლა. ჩვენ სინამდვილეში ახლაც იგივე შეთავაზებები გვაქვს პოლიტიკურ სპექტრთან. უბრალოდ საინტერესოა, ახლა რაზეა წამომსვლელი “ქართული ოცნება”, რაიმე თუ შეცვალა ივანიშვილის დაბრუნებამ თუ ზუსტად ისევე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც წინა შემთხვევაში იყო და შემდეგ მაინც და მაინც წარმატებულად არ ჩაგვითვალეს იმ 12 პუნქტის შესრულება,”- განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?