თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
სხდომას გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრება.
აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს. ასევე, გადაისინჯება ლილუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
სახელმწიფო ბრალდება სუს-ის ყოფილი უფროსის ისევ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. რაც შეეხება ლილუაშვილს, როგორც მისმა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა