რომის პაპმა უკრაინაში გენერატორები და მედიკამენტები გაგზავნა

რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინაში, ძლიერი ყინვის ფონზე მოქალაქეების დასახმარებლად, 80 გენერატორი გაგზავნა, – ინფორმაციას მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რომში მდებარე წმინდა სოფიას ბაზილიკიდან სამი სატვირთო მანქანა გავიდა და კიევში, დანიშნულების ადგილამდე, უკვე მიაღწია.
ასევე, უკრაინაში ათასობით მედიკამენტი გაიგზავნა, მათ შორის ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დანამატები და მელატონინი.
ვატიკანის ცნობით, მედიკამენტებისა და საკვების კიდევ ერთი პარტიის გასაგზავნად მზადება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რუსეთი, უკრაინაში ტემპერატურის მკვეთრი დაცემის ფონზე, უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს ახორციელებს, რის გამოც უამრავი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება