ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტში, ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პირველი სამუშაო შეხვედრა ამ წუთებში იწყება. მმართველმა გუნდმა, საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტული თემების განსახილველად, ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვია.
შეხვედრის მონაწილეთა შორისაა პარლამენტის თავმჯდომარე . როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია.
“ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ზუსტად იმ გრაფიკით და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რომელიც იქ არის გაწერილი. დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ საკითხების განხილვაში, როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული. ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. მე იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო