,,აბა ვინ ყლაპეთ მორიგი სატყუარა?“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად იმართება, წერილს ავრცელებს:
,,აბა ვინ ყლაპეთ მორიგი სატყუარა?
ივანიშვილმა იპოვა შედარებით უმტკივნეულო გზა თავისი ფლიდი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ჰუმანიტარული ფაკულტეტების შემცირებით, შენობებს მაინც დაითრევს.
ხოლო სულ მალე 1 ქალაქი – 1 ფაკულტეტის პრინცით, აქაოდა თსუ-ში და სტუ-ში უკვე ყველა ფაკულტეტია წარმოდგენილი, ილიაუნის გააუქმებს და მის უძვირფასეს შენობებს კი თავის ნადავლს დაუმატებს.
ილიას მერე მოხურავენ ქუთაისის გარდა ყველა სხვა კერძო უნივერსიტეტს. განათლების განადგურების ოპერაცია, დამამთავრებელ ეტაპზე შედის.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს