ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის დედაზე წერს:
,,მხოლოდ გაბედულ ადამიანებს შეუძლიათ დიდი ძვრების მოხდენა და სხვა ადამიანების გადარჩენა. რომ არა გიგა ავალიანის დედა, ნაძირლების ბანდა დაუსჯელი დარჩებოდა და ხვალ კიდევ სხვას მოკლავდა, იმიტომ რომ ყველა დუმდა ამ ძალადობაზე, სანამ გიგა ავალიანი არ მოკლეს. განავრცეთ ახლა ეს უმძიმესი ტრაგედია ყველაფერზე, განათლებაზე, ხელოვნებაზე, პროტესტზე, საბავშვო ბაღებზე, საშინაო პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე,სპორტზე, რა ვიცი, ყველაფერზე, და მიხვდებით, რომ ყველაზე დიდი ბოროტმოქმედები სოროში შემძვრალი და დინებაზე მოტივტივე არსებები არიან.“




