ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურის შედეგად გაირკვევა.
28 იანვარს ჩატარებული კენჭისყრის ოფიციალური შედეგებით, მემარჯვენე-ცენტრისტული „კოალიციური პარტიის“ კანდიდატ ალექსანდრ სტუბს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 27,2%-მა. ხმების 25,8%-ით მეორე ადგილზე გავიდა ფინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლიბერალი პეკა ჰაავისტო. სტუბის და ჰაავისტოს მონაწილეობით მეორე ტური 11 თებერვალს გაიმართება.
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 7 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი ხმა, 19% მიიღო ნაციონალისტმა იუსი ჰალა-ახომ.
ამომრჩეველთა აქტივობამ 74,9% შეადგინა. წინა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 69,9% იყო.
ფინეთის პრეზიდენტი მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელმძღვანელობს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და არმიის მთავარსარდალია. ახალი პრეზიდენტი, რომელსაც 11 თებერვალს აირჩევენ, ამ თანამდებობაზე შეცვლის ზედიზედ ორი ვადით არჩეულ საული ნიინისტეს.
ევროკავშირის წევრი ფინეთი 2023 წელს ნატოს წევრიც გახდა. რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთმა ეს გადაწყვეტილება ში ს ფართომასშტაბიაში შეჭრის გამო მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ